ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ არ წავა ახლო აღმოსავლეთიდან და არ დაუტოვებს სივრცეს ჩინეთს, რუსეთს ან ირანს ძალაუფლების ვაკუუმის შესავსებად რეგიონში

სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერების სამიტზე საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი არ წავა ახლო აღმოსავლეთიდან და არ დაუტოვებს სივრცეს ჩინეთს, რუსეთს ან ირანს ძალაუფლების ვაკუუმის შესავსებად რეგიონში.

„ჩვენ არ წავალთ და არ დავუტოვებთ სივრცეს ჩინეთს, რუსეთს ან ირანს შესავსებად. ჩვენ განვავითარებთ ამ მომენტს აქტიური, პრინციპული ამერიკული ლიდერობით. დღეს მე ვამაყობ, რომ შემიძლია ვთქვა, რომ რეგიონში სახმელეთო ომების ეპოქა, ომების, რომლებშიც დიდი რაოდენობით ამერიკული ძალები მონაწილეობდა, არ არის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

თეთრი სახლის ლიდერმა 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დააანონსა რეგიონში შიმშილის მზარდ კრიზისთან გასამკლავებლად. მან თავის კოლეგებს სთხოვა ადამიანის უფლებების რეალიზების უზრუნველყოფა და მოსახლეობისთვის ღიად საუბრის უფლების მიცემა.

„მომავალს მოიგებს ის ქვეყანა, რომელიც მისი მოსახლეობის სრულ პოტენციალს გამოიყენებს“,- განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ლიდერებისთვის კითხვების დასმისა და მათი გაკრიტიკების უფლება რეპრესიების შიშის გარეშე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა