Bild - გერმანიის პროკურატურა ბუჩას მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გერმანული დაზვერვის ინფორმაციის გაჟონვას იძიებს

გერმანიის პროკურატურა ბუჩას მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გერმანული დაზვერვის ინფორმაციის გაჟონვას იძიებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურსა და ფედერალურ ხელისუფლებას, დიდი ალბათობით, არ სურდათ მასობრივი სამოქალაქო მკვლელობების შესახებ დეტალები საზოგადოებას გაეგო. Bild-ის განმარტებით, სავარაუდოდ, ბუნდესტაგის დეპუტატებმა ეს ინფორმაცია მედიას გადასცეს, რათა დანაშაულების შესახებ ცნობილი გამხდარიყო.
ახლა პროკურატურა პოლიტიკოსებს შესაძლო სახელმწიფო ღალატზე ამოწმებს.

























