ჯოზეფ ბორელმა რუსეთს მოუწოდა, 8 წლის წინ მალაიზიური ავიახაზების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღოს და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისთვის ითანამშრომლოს

უკრაინაში დონბასის თავზე მალაიზიური ავიახაზების МН17 რეისის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მერვე წლისთავზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა პასუხისმგებლობა აიღოს და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისთვის ითანამშრომლოს.

„ევროკავშირი კვლავ გამოხატავს თავის სრულ მხარდაჭერას სიმართლის დადგენის ძალისხმევის მიმართ, МН17 რეისის 298 მსხვერპლისთვის სამართლიანობის აღსრულებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

ბორელის თქმით, რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არის მტკივნეული შეხსენება იმისა თუ რა მოხდა 8 წლის წინ და აძლიერებს პასუხისმგებლობის დადგენის აუცილებლობას.

„თავის წინა განცხადებებზე დაყრდნობით, ევროკავშირი ითვალისწინებს ყველა სასამართლო პროცესს, რომელიც ამ კუთხით მიმდინარეობს და მოელის, რომ რუსეთი აიღებს თავის პასუხისმგებლობას და სრულად ითანამშრომლებს დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მცდელობებში“, - განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298-ვე მგზავრი დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა