ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას

სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისადმი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით მისალოც წერილში განუცხადა.

სომხეთის პრემიერის თქმით, 30 წელი მხოლოდ გაელვებაა სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, მაგრამ ორი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, რომლებმაც კვლავ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, ეს პერიოდი ხასიათდება, როგორც უახლესი პერიოდი კეთილმეზობლური და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებისა, რომელიც მდიდარია მნიშვნელოვანი მიღწევებით და წარმატებებით.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ მდიდარ კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ღირებულებათა იდენტურ სისტემაზე დაფუძნებული ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები ორ მოძმე ერს შორის, თანმიმდევრული მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობა კვლავ ძლიერდება, რითაც იქმნება წინაპირობები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობისთვის და სახელმწიფო მშენებლობისთვის.

„სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თანმიმდევრულ განვითარებასა და ურთიერთობათა გამყარებას მეზობელ და მეგობარ საქართველოსთან, შეხვედრების ინტენსივობა უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის კი ადასტურებს ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას ყველა მიმართულებით“, - ნათქვამია წერილში.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარებისკენ ორმხრივი სწრაფვა და საიმედო დიალოგი ოფიციალურ დონეზე მომავალშიც განსაზღვრავს ძალისხმევას ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო