სერგეი შოიგუმ „აღმოსავლეთის" დაჯგუფების მეთაურს უკრაინის არმიის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განადგურება დაავალა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ შეიარაღებული ძალების „აღმოსავლეთის“ დაჯგუფების ინსპექტირებისას განაცხადა, რომ პრიორიტეტი უკრაინის შეიარაღებული ძალების შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განადგურება უნდა იყოს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზშია აღნიშნული.

„არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ მეთაურს დაავალა, პრიორიტეტი მიანიჭონ მტრის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების და არტილერიის განადგურებას, საიდანაც დონბასის დასახლებების საცხოვრებელი უბნების დაბომბვა, ასევე ხორბლის მინდვრებისა და მარცვლეულის შესანახი საწყობებისთვის მიზანმიმართული ცეცხლის წაკიდება ხორციელდება“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა რუსტამ მურადოვმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია „მტრის ძალების დასამარცხებლად დაკისრებული საბრძოლო მისიების შესრულების კუთხით არსებული ვითარების შესახებ“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა