გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება" ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს - პუტინის დავალებით მოქმედი დაჯგუფება მზად არის უარყოს საკუთარი თავი, საკუთარი სახელები და გვარები

„ქართული ოცნება" ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს - ეს არის პუტინის დავალებით მოქმედი დაჯგუფება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობა კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებს უცხადებს ბოიკოტს, როცა რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

„პირდაპირ ეთერში ხედავთ „ქართული ოცნების“ სრულ ლუსტრაციას. ჩვენ ოპოზიციის უპრეცედენტო ერთობით შევთავაზეთ კონსტიტუციით და კანონით გარანტირებული რიგგარეშე სესიის, კომიტეტების და პლენარული სხდომების ჩატარება ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, ისინი კი დესტრუქციას აწყობენ და ბოიკოტი გამოუცხადეს პლენარულ სხდომებს, კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებს და დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბოიკოტს უცხადებენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. წარმოიდგინეთ, რა მძიმე დღეში არიან, სასესიო სხდომაზე მიდის ოპოზიცია, ამბობს, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რაც 12 პუნქტით არის გათვალისწინებული და მიედ- მოედებიან, რაღაც არგუმენტებს იშველიებენ, მათთვის სამუშაო პროცესია ის კვაზი კომისიები, რომელიც რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის და სამუშაო პროცესია სამუშაო ჯგუფებში „ბუჩქნიაობა“, მათთვის უსაქმურობაა კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებული საკომიტეტო მოსმენები და რიგგარეშე სხდომები. ჩვენ, ოპოზიცია გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას. „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია მოხდა მთელი საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების თვალწინ, ამაზე პასუხს მიიღებენ. ასეთი დეგრადაცია უმრავლესობის, რაც ახლა ხდება პირდაპირ ეთერში, ყველას თვალწინ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, ვისთან გვაქვს საქმე. ეს არის პუტინის დავალებით მოქმედი ადამიანების ერთობლიობა, დაჯგუფება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და არაფერი საერთო ამას არ აქვს არც ეროვნულ ინტერესებთან, არც ევროპულ მისწრაფებებთან, მზად არიან უარყონ საკუთარი თავი, საკუთარი სახელები და გვარები.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რეკომენდაციების პირველ პუნქტში საუბარია 19 აპრილის შეთანხმებაზე სწორედ იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არის ამ შეთანხმების შესაბამისად (მისაღები). როგორც ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი დაუმარცვლეს ევროპელმა პარტნიორებმა, თუ საჭირო გახდა ასე დაუმარცვლავენ და ეტყვიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია დღეს, ახლა და არა ოდესღაც,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა