უკრაინის პრეზიდენტის ოფისი - გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობებიდან არ გაუთავისუფლებიათ, მათ უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, ანდრეი სმირნოვის განცხადებით, ირინა ვენედიქტოვა და ივან ბაკანოვი გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობებიდან არ გაუთავისუფლებიათ, არამედ მათ უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს.

„ამ ორი თანამდებობის პირის გათავისუფლებაზე საუბარი არ არის. საუბარია იმაზე, რომ გენერალური პროკურორი თანამდებობიდან დროებით გადააყენეს, უშიშროების სამსახურის უფროსს კი დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება“, -აცხადებს ანდრეი სმირნოვი.

მისი განმარტებით, ჩატარდება შემოწმებები, რის შედეგადაც პრეზიდენტი გადაწყვეტს გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობის შესახებ პარლამენტში შუამდგომლობის წარდგენას. სმირნოვის განმარტებით, უფლებამოსილების შეჩერებით თავიდან იქნება აცილებული გამოძიებაზე პოტენციური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, ვასილ მალიუკს უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება დაავალა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი და ქვეყნის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს