გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტი კატრინ გიორინგ-ეკარდტი საქართველოს ეწვევა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გამო, გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტი კატრინ გიორინგ-ეკარდტი 18 ივლისს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიორინგ-ეკარდტი გაეცნობა ომის შედეგებს და საქართველოს სამომავლო პერსპექტივებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიცე-პრეზიდენტს სურს, ხელი შეუწყოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი ვალდებულებების დროულად შესრულებას.
„გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის რეალიზებაში.
ვიცე-პრეზიდენტი თბილისში მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ შალვა პაპუაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. გარდა ამისა ქალბატონი გიორინგ-ეკარდტი 2022 წლის 19 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში თემაზე „კულტურა – დემოკრატია – ევროპა: რესურსი და მანათობელი ვარსკვლავი საქართველოსთვის?“. 20 ივლისს კატრინ გიორინგ-ეკარდტი სომხეთში გაემგზავრება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

























