ევროკავშირი უკრაინისთვის დახმარების მეხუთე ტრანშის გამოყოფაზე შეთანხმდა

ევროკავშირში უკრაინის შეიარაღებისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის მეხუთე ტრანშის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ევროპა აგრძელებს მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენი ფასეულობების დაცვას. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ შეთანხმებას უკრაინისთვის მეხუთე ტრანშის გამოყოფის შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისთვის ევროკავშირის მხარდაჭერა ამჟამად 2.5 მილიარდი ევროს შეადგენს“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერში“.

გადაწყვეტილებას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება და აცხადებს, რომ სამხედრო აღჭურვილობით ევროკავშირის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

„რაც უფრო მალე შევაჩერებთ რუს ტერორისტებს, მით უფრო მალე დამყარდება მშვიდობა ევროპაში!“- აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა