ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენი მიზანია აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდება რამდენიმე წელში გაორმაგდეს

ევროკავშირი ენერგო რესურსების უფრო სანდო მომწოდებლებს მიმართავს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, აზერბაიჯანში ახალი შეთანხმების გაფორმების მიზნით იმყოფება.

„დღეს მე ვარ აზერბაიჯანში, რათა ხელი მოვაწერო ახალ ხელშეკრულებას. ჩვენი მიზანია, აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდება რამდენიმე წელში გაორმაგდეს“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი თქმით, აზერბაიჯანი ევროკავშირის გადამწყვეტი მნიშვნელობის პარტნიორი იქნება.

„აზერბაიჯანი იქნება გადამწყვეტი პარტნიორი ჩვენი მიწოდების უსაფრთხოებისთვის და კლიმატის ნეიტრალიტეტისკენ მიმავალ გზაზე“, - აცხადებს ევროკომისიის ხელმძღვანელი.

ცნობისათვის, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს აზერბაიჯანს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა