უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა შეჭრის შემდეგ, უკრაინის თავზე 3000 რაკეტა გაუშვა

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა შეჭრის შემდეგ, უკრაინის თავზე 3000 რაკეტა გაუშვა

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ 3000 რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

„დღევანდელი მდგომარეობით, მტერმა უკვე გაუშვა 3000 სხვადასხვა ტიპის რაკეტა უკრაინის თავზე", - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების "ფეისბუქ" პოსტში.

მათივე ინფორმაციით, ეს არის ფრთოსანი რაკეტები, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები და ა.შ. უკრაინის საჰაერო ძალებმა ასევე აღნიშნეს, რომ ახლახან მოსკოვმა უფრო მეტი საბჭოთა პერიოდის ჭურვების გამოყენება დაიწყო.

"მტერი სულ უფრო ხშირად იყენებს ძველ საბჭოთა რაკეტებს, როგორიცაა X-59, X-22, X-31 და ა.შ. უკრაინის არმიის პოზიციებისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ და ბოლო კვირებში, მტერმა დაიწყო სახმელეთო სამიზნეების დარტყმა S-300 კომპლექსიდან საჰაერო თავდაცვის რაკეტებით, რომლის მთავარი მიზანია საჰაერო სამიზნეების განადგურება", - ნათქვამია პოსტში.