რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ ფინეთი და შვედეთი არ გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს პირობების შესასრულებლად, თურქეთი ნატო-ში გაწევრიანების პროცესს გაყინავს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას გაყინავს, თუ სკანდინავიური ქვეყნები წინა თვეში მიცემულ დაპირებებს ტერორიზმთან დაკავშირებით არ შეასრულებენ.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა, შვედეთი ამ დროისთვის „კარგ იმიჯს არ ავლენს“.

„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ გავყინავთ პროცესს, თუ ეს ქვეყნები არ გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს ჩვენი პირობების შესასრულებლად. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ შვედეთს არ აქვს კარგი იმიჯი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

როგორც მედია წერს, გასულ თვეში, ფინეთისა და შვედეთის მიერ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების შემდეგ, თურქეთმა გარკვეული წინააღმდეგობის შექმნის შემდეგ, სკანდინავიურ ქვეყნებთან ურთიერთგაგების სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოაწერა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ