ევროკავშირი ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ბლოკის წევრები შეთანხმდნენ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.

პეტრ ფიალამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩრდილოეთ მაკედონიამ გადაჭრა ხანგრძლივი დავა ევროკავშირის წევრ ბულგარეთთან, ენობრივ და ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ბლოკავდა სკოპიესთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

ევროკავშირის ქვეყნები "შეთანხმდნენ, ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე! ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებისკენ“, - დაწერა ფიალამ „ტვიტერზე“.

ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერები დღეს ბრიუსელში პეტრ ფიალას შეხვდებიან, რათა განიხილონ შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა