ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას გენერალური პროკურორის გადაყენების შესახებ წინადადება წარუდგინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას გენერალური პროკურორის გადაყენების შესახებ წინადადება წარუდგინა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადება გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტის ვებ-გვერდზე დარეგისტრირდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახიროს ხელმძღვანელის, ივან ბაკანოვის გადადგომის საკითხი, შესაძლოა, 19 ივლისს სხდომაზე განიხილონ.