„როიტერი“ - ევროკავშირი რუსეთის უდიდესი ბანკის „სბერბანკის“ სასანქციო სიაში შეტანას აპირებს

ევროკავშირი რუსეთის უდიდესი ბანკის „სბერბანკის“ სასანქციო სიაში შეტანას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს და განმარტავს, რომ მისი ცნობები სამუშაო დოკუმენტს ეყრდნობა, რომელიც საინფორმაციო სააგენტოს ხელში ჩაუვარდა.

გამოცემა აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ოფიციალური მოსკოვისთვის მხარდაჭერისთვის „შავ სიაში“ ხვდება თუთიისა და სპილენძის გიგანტური კომპანია UMMC.

„როიტერი“ განმარტავს, რომ ახალ სასანქციო სიაში, რომელიც 48 ფიზიკურ პირსა და 9 სუბიექტს აერთიანებს, ასევე შედიან „ღამის მგლების“ ლიდერები, მსახიობები, პოლიტიკოსები, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, სანქცირებული ოლიგარქების ოჯახის წევრები და სამხედრო პირები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა