ირანის უზენაესმა ლიდერმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ თეირანი და მოსკოვი ფხიზლად უნდა დარჩნენ "დასავლური სიცრუის" წინააღმდეგ

ირანის უზენაესმა ლიდერმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ თეირანი და მოსკოვი ფხიზლად უნდა დარჩნენ "დასავლური სიცრუის" წინააღმდეგ

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანში ვიზიტად მყოფ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ თეირანი და მოსკოვი ფხიზლად უნდა დარჩნენ "დასავლური სიცრუის" წინააღმდეგ.

ამასთან, ხამენეი თეირანსა და მოსკოვს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მოწოდებითაც გამოვიდა.

„ომი სასტიკი და რთული მოვლენაა და ირანს სულაც არ ახარებს ის, რომ უბრალო ხალხი ამისგან იტანჯება“ , - განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ხამენეიმ განაცხადა, რომ ამერიკული დოლარი თანდათან უნდა მოიხსნას მსოფლიო ვაჭრობიდან და ეს ეტაპობრივად შეიძლება გაკეთდეს.