ჯო ბაიდენმა მეუღლესთან ერთად უკრაინის პირველ ლედის უმასპინძლა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მეუღლესთან ჯილ ბაიდენთან ერთად უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას თეთრ სახლში უმასპინძლა და მას ყვავილების დიდი თაიგული გადასცა.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისა და ამერიკის პირველი ლედები განიხილავს „აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის მთავრობისა და მისი ხალხისადმი, რომლებიც იცავენ თავიანთ დემოკრატიას და უმკლავდებიან რუსეთის ომის მნიშვნელოვან ადამიანურ გავლენებს“, ასევე ომის დანაშაულებებზე რუსეთის პასუხისგებაში მიცემის გზები.

„ქალბატონ ბაიდენთან საუბრის შემდეგ ზელენსკა შეხვდება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის მეუღლეს, მეორე ჯენტლმენ დუგლას ემჰოფს, აშშ-ის ელჩს გაეროში ლინდა თომას-გრინფილდსა და აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე, 18 ივლისს ზელენსკა სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და USAID-ის ადმინისტრატორს სამანტა პაუერს შეხვდა, ხოლო ოთხშაბათს, 20 ივლისს სიტყვით მიმართავს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა