ვლადიმერ პუტინი - ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის ექსპორტთანაა დაკავშირებული

რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას, იყო შეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არავინ იყო წინააღმდეგი, მათ შორის შეერთებული შტატები, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით ექსპორტთანაა დაკავშირებული. ამაზე თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციებთან შევთანხმდით. ეს ყველაფერი აქამდე არავის გაუპროტესტებია, მათ შორის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს”, – აღნიშნა პუტინმა ირანში ვიზიტის შემდეგ.

მან იმედი გამოთქვა, რომ სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე ვითარების გასაუმჯობესებლად შეზღუდვები მოიხსნება.

“როგორც იცით, ამერიკელების მიერ მსოფლიო ბაზარზე რუსული სასუქების მიწოდებაზე შეზღუდვები ფაქტობრივად მოიხსნა. იმედი მაქვს, თუ მათ გულწრფელად სურთ გააუმჯობესონ ვითარება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე, იგივე მოხდება რუსული მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა პუტინმა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა