შრი-ლანკის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტი აირჩია

შრი-ლანკის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი რანილ ვიკრემესინგჰე ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია.
ვიკრემესინგჰეს ოპონენტი მთავრობის ყოფილი მინისტრი და პრესსპიკერი, დულას ალაჰაპერუმა იყო. ითვლება, რომ ის საპროტესტო მონაწილეებისთვის უფრო მისაღები კანდიდატი იყო, თუმცა ვიკრემესინგჰეს მხარი 134 კანონმდებელმა დაუჭირა, მის ოპონენტს კი - 82-მა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, შრი-ლანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გოტაბაია რაჯაპაქსამ საპროტესტო აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან წავიდა. შრი-ლანკაში საპროტესტო ტალღა გაუარესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია.

























