უკრაინას ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობენ

ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები, იან ლიპავსკი და ალექსანდრ შალენბერგი კიევში ჩავიდნენ.

„ჩამოვედი კიევში. ვმგზავრობ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალექსანდრ შალენბერგთან ერთად. პირველად დიდი ხნის განმავლობაში კვლავ შევხვდი ჩვენს კოლეგებს უკრაინის საელჩოდან“, – წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერში“.

ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ დავბრუნდი უკრაინაში ჩემს ძვირფას კოლეგასთან იან ლიპავსკისთან ერთად. მტკივნეულია იმის ხილვა, თუ რას უკეთებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი ამ ლამაზ ქვეყანას და მის ხალხს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – წერს შალენბერგი „ტვიტერში“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს