ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ავაშენებთ ამ ქვეყანას, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ უნდა მოიგოს ომი, რომელიც მან უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. ამის შესახებ შალენბერგმა, ჩეხ კოლეგასთან ერთად უკრაინაში ერთობლივი ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიზანი ის არის, რომ პუტინმა არ გაიმარჯვოს. პუტინმა ვერ შეძლო უკრაინის განადგურება, მან ვერ შეძლო დასავლეთის გაყოფა", - განაცხადა შალენბერგმა.

მისივე თქმით, ერთობლივი ვიზიტი კიევში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკისთან ერთად არის „ცენტრალური ევროპის სოლიდარობის აშკარა ნიშანი“.

შალენბერგმა აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია იმ სამყაროს არსებობის უზრუნველყოფა, სადაც საერთაშორისო სამართალი და კანონის უზენაესობა მოქმედებს და არა „უძლიერესთა კანონი“.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ავაშენებთ ამ ქვეყანას, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება", - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ვიზიტი თავდაპირველად ე.წ. სლავკოვის ფორმატში იყო დაგეგმილი (ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი), მაგრამ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორკოკი იძულებული გახდა ბოლო მომენტში გაეუქმებინა მოგზაურობა, კორონავირუსით დაინფიცირების გამო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა