აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელშიც დამატებით ოთხი HIMARS შედის

უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც ამ კვირაში გამოცხადდება, ითვალისწინებს კიდევ ოთხ HIMARS სარაკეტო სისტემას და საბრძოლო მასალას, ამასთან ჰაუბიცებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის მეოთხე შეხვედრის გახსნაზე განაცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ისტორიული სამხედრო დახმარების გაწევას, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვაში. ამ კვირის ბოლოს გამოვაცხადებთ სამხედრო დახმარების შემდეგ პაკეტს იარაღით, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობით უკრაინისთვის. ის მოიცავს კიდევ ოთხ HIMARS-ს, მოწინავე სარაკეტო სისტემას. უკრაინელები უკვე ძალიან ეფექტურად იყენებენ მას და დიდი განსხვავება შეინიშნება ბრძოლის ველზე“, - თქვა ლოიდ ოსტინმა.

აღნიშნული დახმარებით უკრაინისთვის მიწოდებული HIMARS-ის საერთო რაოდენობა თექვსმეტს მიაღწევს. პაკეტში ასევე შედის საბრძოლო მასალები არტილერიისთვის.

გამოსვლაში პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინა თავისი მტკიცე წინააღმდეგობით უკვე ზედიზედ რამდენიმე თვეა მოსკოვის გეგმებს შლის, მაგრამ საფრთხე მაინც დიდია.

„ახლა არის ამ კონფლიქტის კრიტიკული ეტაპი. ჩვენი კოლექტიური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ სასიცოცხლო და გადაუდებელი მნიშვნელობისაა. რუსეთს სჯერა, რომ მას შეუძლია უკრაინაზე და ჩვენზე მეტხანს გაძლოს. მაგრამ ეს არის კიდევ ერთი არასწორი გათვლა რუსული არასწორი გათვლების სერიიდან. საკონტაქტო ჯგუფი გააგრძელებს შეიარაღებულ ძალებში მამაცი უკრაინელებისა და უკრაინელი ქალების გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის ინოვაციური გზების ძიებას. ჩვენ მოვარგებთ ჩვენს დახმარებას ისე, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო ტექნოლოგია, საბრძოლო მასალა საკუთარი თავის დასაცავად", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

როგორც ცნობილია, შეხვედრა ამჯერად ონლაინ იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა