ოლენა ზელენსკა - ჩვენ არ გვინდა მეტი საჰაერო თავდასხმები, სარაკეტო დარტყმები, ძალიან ბევრს გთხოვთ?

ჩვენ არ გვინდა მეტი საჰაერო თავდასხმები. მეტი სარაკეტო დარტყმები. ძალიან ბევრს გთხოვთ? - ამის შესახებ შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ კაპიტოლიუმში გამოსვლისას განაცხადა და ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა, რუსული რაკეტებისგან დასაცავად, ოფიციალურ კიევს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა მიაწოდონ.
ინფორმაციას სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ ავრცელებს.
„ჩვენ გვინდა, რომ ყოველ მამასა და დედას შეეძლოს საკუთარ შვილს უთხრას: „წადი მშვიდად დაიძინე, აღარ იქნება საჰაერო იერიშები, აღარ იქნება სარაკეტო დარტყმები”. ეს ისაა, რასაც მე გთხოვთ და რასაც ჩემი ქმარი ითხოვს, როგორც მშობლები“, - განაცხადა ზელენსკამ.

























