ნედ პრაისი ლავროვის განცხადებაზე - ანექსიის განხორციელება გაერო-ს წესდების უხეში დარღვევა იქნება და არ დავუშვებთ, რომ ეს დაუსჯელი დარჩეს

ჩვენთვის ეს კომენტარები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი მიისწრაფვის ანექსიისკენ. ეს კომენტარები კიდევ ერთხელ გვახსენებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი ომის საბოლოო მიზანსა და ამოცანებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რას აცხადებს რუსეთი, ეს ომი სხვა არაფერია, თუ არა ტერიტორიის დაპყრობის მიზნით წარმოებული ომი. „ეს არის ის, რის შესახებაც 24 თებერვლამდე ვაფრთხილებდით და მას შემდეგაც ვსაუბრობთ”, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, ძალის გამოყენებით ანექსიის განხორციელება დაუსჯელი არ დარჩება.

„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ძალის გამოყენებით ანექსიის განხორციელება იქნება გაერო-ს წესდების უხეში დარღვევა და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს წინააღმდეგობის გარეშე დარჩეს, დაუსჯელი დარჩეს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის, მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. არც ერთი სახელმწიფოს, რაც არ უნდა დიდი იყოს, არ უნდა შეეძლოს, რომ ძალით შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური ოპერაციის“ გეოგრაფიული ამოცანები შეიცვალა და „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს გასცდა“.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა