ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრები ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრის მთავარ თემას რეგიონში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა დამხარეებმა უკრაინაში რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიაზე და იმ მოლოდინებზე ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ომი უკრაინაში და რა საფრთხეები შეიძლება მან შეუქმნას საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს.

„შეხვედრა სრულად დაეთმო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს, როგორც მშვიდობის მედიატორის როლს სამხრეთ კავკასიაში. ასევე, ჩვენს მოლოდინებს - თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ომი უკრაინაში, რა საფრთხეებს შეიძლება უქადდეს ეს ომი საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს. სტუმრებს აინტერესებდათ ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ადგილი რეგიონში, მის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკა და როგორ შეიძლება ევროკავშირი დაეხმაროს ქვეყანას ამ საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ზილფიმიანმა და კომიტეტის წევრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა