ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტ „პაქსლოვიდის“ მასობრივი გამოყენება დაიწყო

ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტ „პაქსლოვიდის“ მასობრივი გამოყენება დაიწყო.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტები მედიკამენტს ექიმის დანიშნულების მიხედვით იღებენ.

მისივე თქმით, მედიკამენტი ამცირებს ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.

„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში გვაქვს ანტივირუსული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“, რომელიც ამბულატორიულ პირობებში ენიშნებათ პაციენტებს, მას საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს. 5-დღიან კურსს ვინც იტარებს, მათი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციული საჭიროება მცირდება. მოგეხსენებათ, ბევრი ტრენინგი ჩავატარეთ ექიმებში, როგორც ონლაინ, ისე კლინიკის ექიმების. იზრდება "პაქსლოვიდის" მოხმარება, უფრო მეტი ინიშნება. სადაც ჩვენებაა, ექიმი განსაზღვრავს მედიკამენტის საჭიროებას“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი