უკრაინის პირველმა ლედიმ ნენსი პელოსისთან რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები განიხილა

უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან ნენსი პელოსისთან რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკამ საკუთარ „ტელეგრამზე“ გაავრცელა.

„ჩვენი საუბარი რუსეთის მორიგ დანაშაულებს შეეხო, ბავშვებს, რომლებიც მათ დახოცეს, მშვიდობიანი უკრაინელებისთვის წართმეულ სიცოცხლეს, ადამიანებს, რომლებიც თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. მე გულწრფელად მადლიერი ვარ ამერიკელების იმისთვის, რომ ისინი ჩვენს გვერდით ყველაზე ბნელ დროს დგანან, რადგან ეს აახლოებს ჩვენს ერთობლივ განთიადს“,- განაცხადა ზელენსკამ.

უკრაინის პირველი ლედის თქმით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი დარწმუნდა რუსეთის დანაშაულებში და მათ შესახებ აშშ-ში საუბარი დაიწყო.

„მე მას მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ქალად მივიჩნევ და მოხარული ვიყავი მასთან შეხვედრის“,- აღნიშნა ზელენსკამ.

ცნობისთვის, ოლენა ზელენსკა სხვა ქვეყნის ლიდერის პირველი მეუღლეა, რომელიც კონგრესში სიტყვით გამოვიდა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა