დიმიტრი მედვედევი - „ქალაქის გიჟები“, რომლებიც საკუთარ თავს ევროკავშირის ხელმძღვანელობას უწოდებდნენ, აიძულებენ უბედურ უკრაინელებს, სიცოცხლე შესწირონ - უკრაინამ შეიძლება დაკარგოს სუვერენიტეტის ნარჩენები და გაქრეს მსოფლიო რუკიდან

უკრაინამ შესაძლოა, სახელმწიფო სუვერენიტეტის ნარჩენები დაკარგოს და საერთოდ გაქრეს მსოფლიო რუკიდან, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უკრაინამ დაკარგა სახელმწიფო დამოუკიდებლობა და მოექცა კოლექტიური დასავლეთის უშუალო კონტროლის ქვეშ და „ასევე დაიჯერა, რომ ნატო უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას".

მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აგრძელებს რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას და გლობალური კონფლიქტის რეალურ საფრთხეს ქმნის.

„ქალაქის გიჟებმა“ კი, რომლებიც საკუთარ თავს ევროკავშირის ხელმძღვანელობას უწოდებდნენ, სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან და აიძულებენ უბედურ უკრაინელებს, სიცოცხლე შესწირონ ევროკავშირში გაწევრიანებას. იმ ყველაფრის შედეგად, რაც ხდება, უკრაინამ შეიძლება დაკარგოს სახელმწიფო სუვერენიტეტის ნარჩენები და გაქრეს მსოფლიო რუკიდან“, - აცხადებს მედვედევი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა