სალომე ზურაბიშვილი - მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში -  საქართველოს არ ეხება?

ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სხვადასხვა დროს გაკეთბული განცხადებები წაიკითხა და აღნიშნა, რომ თავდასხმაა, როცა ბრალდებები ისმის.

„კობახიძე: „ვიოლა ფონ კრამონი და 7 თუ 8 ევროპარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“ - ეს არ არის თავდასხმა? ეს არის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა? ეს კრიტიკა არ არის, როცა ბრალდებაა, რომ კრიმინალების მფარველები არიან.

9 ივნისი, მდინარაძე: „ათზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს“. მერე სხვები ამბობენ, არ გვითქვამს არასდროს, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურთო.

ამას ხედავს ყველა ძალიან კარგად, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, დღესაც, როცა ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის იქ ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრალდება, რომ ვინმე ომში ჩართვას გვთხოვს მოგონილია და ის რუსეთის რიტორიკას ემთხვევა.

„მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში, ვის ხვდებიან, მე არ მინახავს მმართველი გუნდის აქტიური სამუშაო არც ევროპარლამენტთან, არც ცალ-ცალკე სხვადასხვა დედაქალაქებში, ასე რომ არ ვიცი, საიდან გაიგეს ესა. თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა მაღალ დონეზე ევროპელებს, მე ვარ.

თუ ვინმე იყო ჩასული ამერიკაში და შეხვდა მაქსიმალურად მაღალ დონეზე, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში. ეს არის სრული მოგონილი და ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია 12 პუნქტიდან, არამედ საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ და ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნა ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც ფასდება უარყოფითად ევროკავშირის მხრიდან.

„დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში, რაც გაგრძელებაა იმ ძალიან დიდი ნაბიჯის, რაც გადაიდგა ჩვენს მიმართ - ევროპული პერსპექტივა რომ მოგვანიჭა ევროპულმა საბჭომ, რასაც არ ვაფასებთ იმ დონეზე როგორც არის დასაფასებელი. ექვსი თვე გვაქვს მოცემული, რომ თუ შევასრულებთ 12 პუნქტს, მოგვენიჭება ასევე კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, იმ კომიტეტის, რომელიც სწორედ საქართველოზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, ერთდროულად, ბრიუსელში და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ. მე არ ვიცი, სადამდე უნდა გავაგრძელოთ ეს რაღაც ორმაგი თამაში, რომ ვითომ გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა ის, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია, გვინდა მივიღოთ იგივე, რაც უკრაინა და მოლდოვამ მიიღო და ამ დროს, არა თუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია ამ 12 პუნქტიდან, არამედ საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ.

დაწყებული შარლ მიშელის გადაგდებით, დოკუმენტის ანულირებით, ყოველი ნაბიჯი, რაც იქნა გადადგმული ერთი წლის მანძილზე, კრედიტზე უარის თქმა საკმაოდ უხეშად. იყო მთელი რიგი ნაბიჯები იმ საკითხებში, სადაც გველოდებიან, რომ მიღებული იყოს სხვა გადაწყვეტილებები, სასამართლოს დაკომპლექტება ნაჩქარევი წესით, ინსპექტორის გაუქმება ნაჩქარევი წესით, ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნა ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც ფასდება უარყოფითად ევროკავშირის მხრიდან და ამასთან ერთად არის წარმოუდგენელი რიტორიკა, გვესმის გაუთავებლად ხან თავდასხმები ევროპარლამენტარებზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა