უკრაინის პრეზიდენტის აპარატი - რუსეთში 5 100 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული

უკრაინის პრეზიდენტის აპარატი - რუსეთში 5 100 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 5100 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული და დეპორტაციის შესახებ განაცხადების მიღება ყოველდღიურად გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა და უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ბავშვთა უფლებებისა და რეაბილიტაციის საკითხებში დარია გერასიმჩუკმა განაცხადა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოსულია განცხადებები 5100 ბავშვის დეპორტაციის და გადასახლების თაობაზე. ამ განცხადებების მიღება ყოველდღიურად გრძელდება“, - განაცხადა გერასიმჩუკმა.

მან საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისთვის მიმართა.

„სამწუხაროდ, უკრაინას არ აქვს წვდომა რუსეთის ფედერაციის ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს არა ბავშვების უკრაინაში დაბრუნების თხოვნით (მათ არ აქვთ ასეთი მანდატი), მაგრამ მათ შეუძლიათ განახორციელონ სამძებრო ღონისძიებები და მონიტორინგი გაუწიონ მათ მდგომარეობას, პირობებს, რომელშიც იმყოფებიან და მათი უფლებების უზრუნველყოფას“, - აღნიშნა გერასიმჩუკმა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით უკრაინაში ბავშვების დაბრუნების 46 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის არიან როგორც ობლები, ასევე მშობლებისგან განცალკევებული ბავშვები.