იაპონიის თავდაცვის უწყება - რუსეთის შეჭრა უკრაინაში ქმნის სხვა ქვეყნებისთვის გზავნილის გაგზავნის რისკს, რომ სტატუს-კვოს ძალის გამოყენებით, ცალმხრივად შეცვლის მცდელობა, მისაღებია

იაპონიის თავდაცვის უწყება - რუსეთის შეჭრა უკრაინაში ქმნის სხვა ქვეყნებისთვის გზავნილის გაგზავნის რისკს, რომ სტატუს-კვოს ძალის გამოყენებით, ცალმხრივად შეცვლის მცდელობა, მისაღებია

იაპონია აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა, რომელსაც ფართო შედეგები აქვს.

„ერებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მეტოქეობა ცხადია და საერთაშორისო წესრიგის წინაშე წამოჭრილი გამოწვევა გლობალური საკითხია“, - ნათქვამია იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიურ ანგარიშში.

უწყების დოკუმენტში რუსეთი, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ არის განსაზღვრული.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ქმნის სხვა ქვეყნებისთვის გზავნილის გაგზავნის რისკს, რომ „სტატუს-კვოს ძალის გამოყენებით ცალმხრივად შეცვლის მცდელობა მისაღებია“.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, შესაძლოა, წაახალისოს ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ იმოქმედოს.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ რუსეთი შეიძლება სულ უფრო მეტად დაეყრდნოს თავის ბირთვულ შესაძლებლობებს, როგორც შემაკავებელ ფაქტორს, რაც თავის მხრივ შეიძლება ნიშნავდეს აქტივობის ზრდას იაპონიის გარშემო, სადაც რუსული ატომური წყალქვეშა ნავები რეგულარულად აქტიურობენ.