მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით დოკუმენტს ხელს აწერს არა რუსეთთან, არამედ თურქეთთან და გაეროსთან

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით არანაირ დოკუმენტს არ აწერს ხელს რუსეთთან.

მისი განმარტებით, უკრაინა შეთანხმებას აფორმებს თურქეთთან და გაეროსთან და შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც მათ წინაშე იღებს.

„რაც შეეხება სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებულ შეთანხმებას, უკრაინა ხელს არ აწერს არანაირ დოკუმენტს რუსეთთან. ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან და და ვიღებთ პასუხისმგებლობას მათ წინაშე. რუსეთი, ასევე, აწერს შეთანხმებას ხელს თურქეთთან და გაეროსთან.

მარცვლეულის ტრანსპორტირების არანაირი ესკორტი რუსული გემების მიერ და არანაირი რუსული წარმომადგებლობა ჩვენს პორტებში. პროვოკაციების შემთხვევაში დაუყოვნებლივი სამხედრო პასუხი.

გემების ნებისმიერი სახის ინსპექცია განხორციელდება ერთობლივი ჯგუფების მიერ თურქეთის ტერიტორიულ წყლებში მსგავსი საჭიროების შემთხვევაში“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, რუსეთის მხრიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აწერს, რომელიც სტამბოლში უკვე გაემგზავრა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო