ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - უკრაინული ძალები ხერსონის ოლქში რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმას განაგრძობენ

ხერსონის ოლქში, სადაც უკრაინული ძალები თავდასხმას განაგრძობენ, ბოლო 48 საათის განმავლობაში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების შეფასებით, რუსეთი შეეცდება შეანელოს უკრაინის თავდასხმა საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით, ბუნებრივი ბარიერის, მდინარე ინგულეცის გასწვრივ.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული არმიის მიწოდების ხაზები დნეპროს დასავლეთით "მზარდი რისკის ქვეშაა".

„უკრაინის დარტყმებმა კიდევ უფრო დააზიანა ანტოივსკის ხიდი, თუმცა რუსეთმა დროებითი სარემონტო სამუშაოები განახორციელა და 22 ივლისს, დიდი ალბათობით, გაიხსნა გარკვეული სახის მოძრაობისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს