ვიქტორ ორბანი - ევროკავშირმა რუსეთთან მიმართებაში ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რადგან სანქციებმა ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ არ იმუშავა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან მიმართებაში ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რადგან სანქციებმა ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ არ იმუშავა.

„სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ არ იმუშავა. საჭიროა ახალი სტრატეგია, რომლის მთავარი მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღწევა იქნება, ომში გამარჯვებისა და რუსეთის დამარცხების ნაცვლად", - განაცხადა მან.

ორბანის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დროს ევროკავშირის სტრატეგიის 4 მთავარი კომპონენტი იყო: უკრაინის მომარაგება ნატო-ს წევრი ქვეყნების იარაღით, სანქციებით რუსეთისა და მისი ლიდერის დასუსტება, სანქციები რუსეთს უფრო დააზიანებდა ვიდრე ევროპას და მთელი მსოფლიო მხარს დაუჭერდა ევროპასა და უკრაინას.

„ჩვენ ახლა ვსხედვართ მანქანაში, რომელსაც ოთხივე საბურავი დაზიანებული აქვს, აბსოლუტურად გასაგებია, რომ ომის მოგება ამ გზით შეუძლებელია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ახალ შეთანხმებას“, - განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა