14.07.2025 / 09:02
ლიზ ტრასი და რიში სუნაკი აცხადებენ, რომ დიდ ბრიტანეთში მიგრაციაზე კონტროლს გააძლიერებენ

დიდი ბრიტანეთის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა და ყოფილმა კანცლერმა რიში სუნაკმა, რომლებიც"კონსერვატიული პარტიის" ლიდერობისთვის და შესაბამისად, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძვიან, პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ დიდ ბრიტანეთში მიგრაციაზე კონტროლს.

სუნაკმა აღნიშნა, რომ ის გამკაცრებს განსაზღვრებას, თუ ვინ არის უფლებამოსილი თავშესაფარის მიღებისთვის და ლიმიტს დააწესებს ლტოლვილთა რაოდენობაზე.

ტრასმა კი დასინა, რომ ის გააგრძელებს ბრიტანეთის ე.წ რუანდის თავშესაფრის გეგმას და გაზრდის სასაზღვრო ძალების პერსონალის რაოდენობას 9000-დან 10,800-მდე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემას განუცხადა, რომ რუანდას პოლიტიკა სწორი მიდგომა იყო.

ყოფილმა კანცლერმა სუნაკმა ასევე პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა რუანდას სქემამ იმუშაოს, მან ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკას „შერყეული“ და „ქაოტური“ უწოდა. მისი გეგმები ითვალისწინებს, თანამშრომლობას თავშესაფრის წარუმატებელი მაძიებლებისა და დამნაშავეების დაბრუნებაზე.

ამასთან, სუნაკმა დასძინა, რომ ის გაზრდის უფლებამოსილებებს დააკავონ ან დააკვირდნენ დიდ ბრიტანეთში არალეგალურად შემოსულ პირებს.

„ამჟამად სისტემა ქაოტურია, კანონმორჩილი მოქალაქეები ხედავენ არალეგალური ემიგრანტებით სავსე ნავებს, რომლებიც მოდიან უსაფრთხო ქვეყნიდან - საფრანგეთიდან. ჩვენი მეზღვაურები და სანაპირო დაცვა კი, როგორც ჩანს, უძლურია მათ შესაჩერებლად”, - აღნიშნა სუნაკმა.

ცნობისთვის, წელს 14 000-ზე მეტმა მიგრანტმა მცირე გემებით გადალახა არხი დიდ ბრიტანეთში მოსახვედრად. აღნიშნულის აღსაკვეთად, აპრილში გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებსაც ის არალეგალად განიხილავდა, აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანაში - რუანდაში გაგზავნის იქ თავშესაფრის მოსათხოვნად.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა