კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

იოსემიტის ეროვნულ პარკთან ახლოს გაჩენილი ხანძრის სწრაფად გავრცელების გამო კალიფორნიის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

როგორც მედია წერს, ხანძარი 22 ივლისს დაიწყო, თუმცა მეხანძრეთა ეკიპაჟმა მისი კონტროლის ქვეშ მოქცევა ვერ შეძლო.

ტერიტორიებიდან 3000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. დაზიანდა 10 სახლი.

კალიფორნიის სატყეო მეურნეობისა და ხანძარსაწინააღმდეგო დეპარტამენტის მონაცემებით, გადამწვარია 5000-მდე ჰექტარი მიწა.

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მარიპოსას ოლქში. განცხადებაში, კალიფორნიის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ცეცხლს ამძაფრებს "ცხელი, მშრალი ამინდი და გვალვის პირობები ".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა