სერგეი ლავროვი - ჩვენ არ გვაქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ საკითხთა ფართო სპექტრზე.

ლავროვის თქმით, უკრაინული მხარე მუდმივად საუბრობს, რომ მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე რუსეთს არ დაამარცხებენ.

„ჩვენ არ გვაქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტიდან დაწყებული უთვალავი მრჩევლით დამთავრებული, გამუდმებით ამბობს, რომ მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე უკრაინა არ დაამარცხებს რუსეთს“, - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა