ამირან გამყრელიძე - პირბადის სავალდებულოდ ტარების საკითხი არ განიხილება - მთავარი რეკომენდაციაა, ვინც არ არის აცრილი ორჯერ, აიცრას და ვინც აცრილია, „ბუსტერი“ გაიკეთოს

პირბადის სავალდებულოდ ტარების საკითხი არ განიხილება - მთავარი რეკომენდაციაა, რომ ვინც არ არის აცრილი ორჯერ, აიცრას და ვინც აცრილია, „ბუსტერი“ გაიკეთოს, - ამის შესახებ "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, „ბუსტერი“ კარგად მოქმედებს კორონავირუსის ახალ შტამებზე.

„კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა არის შედარებით მსუბუქი, არ ითხოვს ჰოსპიტალიზაციას, ჰოსპიტლები გადატვირთული არ არის, სულ შეიძლება იწვეს 500-მდე პაციენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანუ ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა არ გახლავთ.

მთავარი მოწოდებაა, რომ ვინც არ არის აცრილი, აიცრას და ვინც აცრილია, „ბუსტერი“ გაიკეთოს. ასევე მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არის სპეციფიური წამალი, ანტი-ვირუსული წამალი, რომელიც ამ ვირუსზე მოქმედებს.

პირბადის სავალდებულოდ ტარება არ განიხილება. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ დახურულ შენობებში და დიდი თავშეყრის დროს გამოიყენონ პირბადე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების დროს ადამიანი გაიტესტოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა