ედგარს რინკევიჩსი - ცარიელი საუბრის ნაცვლად, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ - ომის შესაჩერებლად, მეტი HIMARS-ი და სხვა თანამედროვე იარაღის სისტემებია საჭირო

როდესაც უკრაინა ბრძოლას აგრძელებს, ჩვენ ცარიელი საუბრის ნაცვლად, მისი მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი "ტვიტერის" გვერდზე წერს.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის შესაჩერებლად მეტი HIMARS-ის სარაკეტო სისტემა და თანამედროვე იარაღია საჭირო.

"5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. როდესაც უკრაინა ბრძოლას აგრძელებს, ჩვენ ცარიელი საუბრის ნაცვლად, მისი მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ. ომის შესაჩერებლად, მეტი HIMARS-ი და სხვა თანამედროვე ტიპის იარაღის სისტემები არის საჭირო", - წერს რინკევიჩსი.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლება უფრო სწრაფად დასრულდეს, თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო დიდი რადიუსის ამერიკული HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას მიაწვდის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?