რუსებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ 183 რელიგიური შენობა გაანადგურეს

რუსებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ 183 რელიგიური შენობა გაანადგურეს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 183 რელიგიური ადგილი მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Kyiv Independent-ი ავრცელებს.

უკრაინის ეთნიკურ საკითხთა სამსახურის ცნობით, აღნიშნული მოიცავს: ეკლესიებს, მეჩეთებს, სინაგოგებს, უკრაინის რელიგიური თემების საგანმანათლებლო და ადმინისტრაციულ შენობებს.

გამოცემის ინფორმაციით, 183 ადგილიდან ხუთი, რომლებიც რუსეთის თავდასხმების შედეგად გაანადგურეს, არის მუსულმანური, ხუთი იუდაური და დანარჩენი 173 კი - ქრისტიანული.