რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 92 წარმომადგენლის, ასევე დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, ნიდერლანდებიდან და საქართველოდან "დაქირავებული მერძოლების" წინააღმდეგ საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 92 წარმომადგენელს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მუხლით ბრალი წარუდგინა.
ალექსანდრე ბასტრიკინმა ერთ-ერთ რუსულ სახელმწიფო მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთში სისხლის სამართლის 1300-ზე მეტი საქმის გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, იძებნება 96 ადამიანი, მათ შორის 51 მეთაური.
„უკრაინელები ჩართულნი იყვნენ დანაშაულში კაცობრიობის მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“, - განაცხადა ბასტრიკინმა.
ბასტრიკინმა დასავლეთი „უკრაინული ნაციონალიზმის“ ღიად დაფინანსებაში დაადანაშაულა და აღნიშნა,რომ გაეროს მიერ მხარდაჭერილი სასამართლო პროცესი „უკიდურესად საეჭვოა“. სანაცვლოდ, მან წამოაყენა წინადადება, რომ შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ "დამოუკიდებელი პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით" - განსაკუთრებით სირია, ირანი და ბოლივია.
მათივე განმარტებით, უკრაინელების გარდა, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული "დაქირავებულ" მებრძოლებზე დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, ნიდერლანდებიდან და საქართველოდან.
თავის მხრივ, უკრაინა 21 000-ზე მეტ სამხედრო დანაშაულს იძიებს, რომელიც სავარაუდოდ, რუსული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ იქნა ჩადენილი. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) უკრაინაში გამომძიებლებისა და სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფი გაგზავნა.

























