სერგეი ლავროვი ოთხდღიანი ვიზიტით აფრიკაში იმყოფება

სერგეი ლავროვი ოთხდღიანი ვიზიტით აფრიკაში იმყოფება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფრიკაში, რამდენიმე ქვეყანაში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება.

მედიის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა ეგვიპტეში გაიმართა, სადაც რუსმა დიპლომატმა მისი კოლეგის სამეჰ შუქრის დარწმუნება სცადა, რომ რუსულ მარცვლეულის მიწოდება გაგრძელდებოდა. ეგვიპტე ხორბლის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორია, რომელმაც ხორბლის 80% გასულ წელს უკრაინისა და რუსეთისაგან იყიდა.

ლავროვი ასევე შეხვდა არაბული სახელმწიფოების ლიგის გენერალურ მდივანს, აჰმედ აბულ გეიტს, სადაც ისაუბრა რუსეთსა და არაბთა ლიგას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

”ჩვენ დავადასტურეთ ბურღულეულის მიწოდებასთან დაკავშირებით რუსი ექსპორტიორების ვალდებულება, რომ სრულად დააკმაყოფილონ თავიანთი შეკვეთები. ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობა ამ სფეროში, შევთანხმდით შემდგომ კონტაქტებზე და გვაქვს საერთო გაგება მარცვლეულის კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე”, - განაცხადა ლავროვმა კაიროში ეგვიპტელ კოლეგასთან, სამეჰ შუქრისთან მოლაპარაკების შემდეგ.

ლავროვის ტური ასევე უგანდაში, ეთიოპიასა და კონგოში გაიმართება.