ოდესის პორტზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, აშშ მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის მიზნით უკრაინასთან ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს

ამერიკის შეერთებული შტატები მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის მიზნით უკრაინასთან ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს, მას შემდეგ რაც რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN USAID-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ალტერნატიული გეგმა მოიცავს საკუთარ თავში საავტომობილო, სარკინიგზო და მდინარის ტრანსპორტს, ასევე ბარჟების გაგზავნას და სარკინიგზო სისტემის იმგვარად მორგებას, რომ ის შეესაბამებოდეს ევროპულ სისტემას, რათა ექსპორტი უფრო სწრაფად განვითარდეს“,- განაცხადეს USAID-ში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამასთან აღნიშნეს, რომ აუცილებელია სხვადასხვა სახის წინასწარ განუსაზღვრელი ვითარების გათვალისწინება, რადგან რუსეთის ნდობა არ შეიძლება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს