ლევან ხაბეიშვილი - ათობით კომპანია რუსულ, სისხლიან, სანქცირებულ ნავთობს ეზიდება საქართველოში - მათ ვაძლევთ რამდენიმე დღეს გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშვებიან უკრაინის გენოციდის დაფინანსებას

ათობით კომპანიაა, რომელიც რუსულ, სისხლიან ნავთობს ეზიდება საქართველოში, მათ შორის „ვისოლ ჯგუფი“, „არაგვი იმპექსი“ და „ლუკოილი“ - ამ სამ კომპანიას და დანარჩენ ათს, ვაძლევთ რამდენიმე დღეს, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშვებიან სანქცირებული, რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში და შეეშვებიან უკრაინის გენოციდის დაფინანსებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი არ არის ერთადერთი გზა, საიდანაც ნავთობის შემოტანა არის შესაძლებელი.

„იმ ფონზე, როცა უკიდურესად ძვირდება საწვავი საქართველოში და მოსახლეობას შეძენა ძალიან უჭირს და უკანასკნელი ლარების გაღება უწევთ, ამასობაში საქართველოს მთავრობამ და ოპერატორებმა, კონკრეტულმა ბიზნესმა რუსული ნავთობით, სისხლიანი ნავთობით გაავსო საქართველოს პორტები და ტერმინალები. ამასობაში, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში რუსეთი გადავიდა სამწუხაროდ, პირველ ადგილზე მომწოდებელთა შორის, რაც ცხადია, აქამდე ასე არ იყო. ამასობაში უკრაინაში გენოციდის დაწყების დღიდან დღემდე 124 მილიონი დოლარის ნავთობი შემოიტანა საქართველოს ხელისუფლებამ და ოპერატორებმა. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ რუსული ნავთობი არც იაფია და არც ერთადერთი, რადგან არსებობს ალტერნატივები - რუმინეთი, ბულგარეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, თუმცა საქართველოს მთავრობა და კონკრეტული ოპერატორები ცდილობენ სისხლიანი რუსული ნავთობი შემოიტანონ და დააფინანსონ როგორც საქართველოს ოკუპაცია, ასევე უკრაინაში გენოციდი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავასაჯაროვეთ „პეტროკასთან“ დაკავშირებული ინფორმაცია. ვნახეთ, რომ „პეტროკასი“ იაკობაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინამ დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა.

ჩვენდა სამწუხაროდ, ათობით კომპანიაა საქართველოში, რომელიც რუსულ, სისხლიან ნავთობს ეზიდება საქართველოში, მათ შორის „ვისოლ ჯგუფი“ - ვგულისხმობ სოსო ფხაკაძეს, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის კარზე ლაქია ბიზნესმენს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თაღლითური გზებით შემოიტანოს საქართველოში რუსული ე.წ.იაფი ნავთობი, რომელსაც შემდეგ ძვირად ყიდის საქართველოს მოქალაქეებზე, მეორე კომპანიაა „არაგვი იმპექსი“, სრულიად უცნობი კომპანია, რადგან ეს კომპანია დაფუძნდა 2022 წლის მარტში და ამის შემდეგ ეზიდება საქართველოში სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს და მე მაქვს დოკუმენტაცია, ვინ დგას ამ კომპანიის უკან ფაქტიურადაც და ფიქტიურადაც. ეს არის მამა-შვილი კაკაბაძეები, რუსეთის მოქალაქეები, პეტერბურგში მაღალი თანამდებობის პირებთან, პუტინის კარზე და ოლიგარქებთან დაახლოებული პირები და ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო წარმომადგენლები და მეგობრები, რომლებსაც ასევე, წყალტუბოში აქვთ აბანოები და ახლა სახელმწიფომ გამოისყიდა ნაწილი, რომელიც მათ არ აქვთ და სავარაუდოდ, ამ ადამიანებისთვის აპირებენ ამის გადაცემას და მესამე კომპანია „ლუკოილი“, რომელიც სხვადასხვა თაღლითური გზით დაატარებს სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს საქართველოში. ჩვენ ამ სამ კომპანიას და დანარჩენ ათს, ვაძლევთ რამდენიმე დღეს, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშვებიან სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში და შეეშვებიან უკრაინის გენოციდის დაფინანსებას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემართებათ ის, რაც დაემართა „პეტროკას“ და ბატონ იაკობაშვილს, იგივე მოუწევს ფხაკაძესაც, იგივე მოუწევს „არაგვი იმპექსის“ ხელმძღვანელობასაც, იგივე მოუწევს „ლუკოილსაც“ და სხვა ათობით კომპანიას. რუსეთი არ არის ერთადერთი გზა საიდანაც შეიძლება ნავთობი შემოვიტანოთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა