ევროკომისიის პრეზიდენტი - რუსეთი არ არის საიმედო ენერგომიმწოდებელი და ევროკავშირი ადრე თუ გვიან მზად უნდა იყოს რუსული გაზის იმპორტის სრულ შეწყვეტაზე

რუსეთი არ არის საიმედო ენერგომიმწოდებელი და ევროკავშირი ადრე თუ გვიან მზად უნდა იყოს რუსული გაზის იმპორტის სრულ შეწყვეტაზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„კრემლი არ არის საიმედო პარტნიორი ენერგომომარაგების მიმართულებით ევროპისთვის. „გაზპრომი“ შეგნებულად ინარჩუნებს თავის მარაგებს დაბალ დონეზე. ამასთანავე, რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ აწვდის გაზს ან საერთოდ არ აწვდის 12 წევრ სახელმწიფოს. ამიტომ უნდა იყოს ევროპა მზად უარესი სცენარისთვის: ადრე თუ გვიან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რათა რუსული გაზის მიწოდების შედეგები შემსუბუქდეს, ევროკავშირი მომავალი წლის მარტამდე გაზის მოხმარების 15%-ით დაზოგვას გეგმავს.

„ეს 45 მილიარდი კუბური მეტრი გაზია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ახლა, რადგან რამდენად სწრაფადაც ვიმოქმედებთ, მით მეტ გაზს დავზოგავთ - და მეტად უსაფრთხო ვითარებაში აღმოვჩნდებით“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს