გვატემალას რესპუბლიკის პრეზიდენტი ბოროდიანკაში, ბუჩასა და ირპენში ჩავიდა

კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გვატემალას რესპუბლიკის პრეზიდენტი ალეხანდრო ჯამატეი კიევის რეგიონში ქალაქ ბოროდიანკას, ბუჩასა და ირპენს ეწვია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
„ბოროდიანკა, ბუჩა, ირპენი - ეს დასახლებები უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რუსული არმიის სისასტიკის ტრაგიკულ სიმბოლოდ იქცა. გვატემალის პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რუსეთის დანაშაულების შესახებ“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის რეგიონალურმა სამხედრო ადმინისტრაციამ ჯამატეის რეგიონისადმი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

























