ჯონ კირბი - რუსეთის მიერ ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა მათი ბინძური ტაქტიკის გამეორებაა, რომელიც მათ სირიაში გამოიყენეს, როცა ჰუმანიტარულ ტვირთს ბომბავდნენ

რუსეთის მიერ ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა მათი ბინძური ტაქტიკის გამეორებაა, რომელიც მათ სირიაში გამოიყენეს, როდესაც ჰუმანიტარულ ტვირთს ბომბავდნენ,- ამის შესახებ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენ რუსებისგან იგივე ქმედება წარსულშიც გვინახავს - შეიძლება გავიხსენოთ თუნდაც ომი სირიაში, სადაც ისინი დარტყმებს ახორციელებდნენ ჰუმანიტარული დახმარების ტვირთებზე, რომელიც გათვალისწინებული იყო სირიის მოქალაქეებისა და სირიელი ლტოლვილებისთვის“,- განაცხადა ჯონ კირბიმ.

კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმა ოდესის პორტზე „აშკარად ეწინააღმდეგება“ მათ განცხადებებს, რომ ისინი მზად არიან შეასრულონ შეთანხმება კეთილსინდისიერად. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ეს აღარ განმეორდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ, თავის მხრივ, შეერთებული შტატები შეაფასებს, რა სახის დაზიანება მიაყენა სარაკეტო თავდასხმებმა და რამდენად შეიძლება ამან იმოქმედოს ოდესის პორტში მარცვლეულის ტერმინალების ფუნქციონირებაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო