კალიფორნიაში ტყის ხანძრებს 3 000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის, ევაკუირებულია 6 000-ზე მეტი ადამიანი

აშშ-ში კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ამ დროისათვის შტატის ათობით სხვადასხვა ადგილზე ცეცხლის ჩაქრობას 3 000-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. ხანძრის გავრცელების საფრთხის გამო საჭირო გახდა 6 000-მე მეტი ადამიანის ევაკუაცია.
Skynews-ის ინფორმაციით, ხანძარმა 6 000 ჰექტარ ტერიტორიაზე ტყის მასივები და სასოფლო-სამეურნეო მიწები გაანადგურა.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე წელია, რაც კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრები გააქტიურდა, რისი მიზეზიც გლობალური დათბობა და ჰაერის ტემპერატურის მატებაა.

























