ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების 15%-ით ნებაყოფლობით შემცირების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების 15%-ით ნებაყოფლობით შემცირების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.

ბუნებრივი აირის მოხმარების შესამცირებლად სახელმწიფოები შესაბამის ზომებს ინდივიდუალურად მიიღებენ.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ევროპული საბჭოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაზის მოთხოვნა 15%-ით შეამცირონ გასული ხუთი წლის საშუალო მოხმარებასთან შედარებით, 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე.

შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს „სამოკავშირეო განგაშის“ გამოცხადების შესაძლებლობას მიწოდების სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში მოხმარების შეზღუდვა სავალდებულო გახდება.

„გაზზე მოთხოვნის შემცირების მიზანია დაზოგვა ზამთრის წინა პერიოდში, რათა მოვემზადოთ რუსეთიდან გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის, რასაც ის მუდმივად იყენებს, როგორც იარაღს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სვენ გიგოლდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული დოკუმენტი არის უპრეცედენტო ნაბიჯი ევროპული სოლიდარობისთვის.

"წევრი ქვეყნები, რომლებიც არ ახორციელებენ რუსული გაზის იმპორტს, გამოხატავენ მხარდაჭერას და იღებენ ვალდებულებას, შეამცირონ მოხმარება. ეს აქამდე არასდროს მომხდარა", - დასძინა მან.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია