სუს-ის სასწავლო ცენტრსა და BTU-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის მიზანს უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით ახალი, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს.

სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ და სამეცნიერო-კვლევით აქტივობას, რომელსაც შერჩეული მაგისტრანტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გაივლიან.

პროექტი უნიკალურია თავის შინაარსით და აერთიანებს სასწავლო კურსებს ეროვნული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის, საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, თანამედროვე კონფლიქტებისა და სხვა სფეროებში. კურსებს დარგის წამყვანი ექსპერტები და უსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტები გაუძღვებიან.

პროგრამის მეთოდოლოგია იქნება კვლევაზე დაფუძნებული. პროგრამაში, ასევე, ინტეგრირებული იქნება სწავლების პრაქტიკული მეთოდი - „სწავლა კეთებით“ (learning by doing), რომელიც მაგისტრანტებს მისცემს შესაძლებლობას, შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა და გამოიმუშაონ პროფესიული უნარები.

სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა ესპანელი ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, რუბენ არკოსი, რომელმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად მოამზადა კურიკულუმი.

(R)

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც